შემგროვებლობა არის ფსიქიკური აშლილობა. პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობა. აშლილობის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ის, ჩვეულებრივ, ადრეული მოზარდობის წლებში იწყება და იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი პათოლოგიური შემგროვებლობა არის დაახლოებით 2-6 % უფროსებში და 2 % მოზარდებში. პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობის მიმდინარეობა არის ქრონიკული და პროგრესული.
აშლილობა მარტივად დიაგნოსტირდება დაავადებულ პიროვნებასთან ფსიქოლოგიური ინტერვიუთი და ამ პიროვნების სახლის შემოწმებით, რათა გაირკვეს აშლილობით გამოწვეული აურზაურისა და გაუარესების ხარისხი. დიაგნოზის დასასმელად საკმარისია: გასაუბრება, დაკვირვება. ინფორმაციის შეგროვებით დგინდება – მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება თუ მალე გადაივლის. არსებობს ნორმატიული შემგროვებლობა, რომელიც არის, როგორც „კეთილთვისებიანი“, ასევე სასიამოვნო. ბავშვების უმეტესობა და მოზარდების 30 %-ზე მეტი აგროვებს საგნებს სხვადასხვა მიზნით რაღაც მომენტში. შემგროვებლები რაღაც კრიტერიუმებით არჩევენ ნივთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ახასიათებთ პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობა. პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობისაგან განსხვავებით შეგროვების პროცესი გამოირჩევა მაღალი სტრუქტურირებითა და ძალიან მკაცრად დაგეგმილი შერჩევით. ის კოლექციონერები, ვინც კი მიჩნეულია ექსცენტრიულად, საეჭვოდ შეიძლება მივაკუთვნოთ პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობის მქონედ.
აშლილობის ინტერვენცია ხდება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით, გამოიყენება მრავალკომპონენტიანი ფსიქოლოგიური მკურნალობა, რომელიც დაფუძნებულია კოგნიტურ-ქცევით მოდელზე. მკურნალობა შეიცავს პათოლოგიური შემგროვებლობის შესახებ: შემეცნებას, მიზნების დასახვას, მოტივაციის გაძლიერების ტექნიკას, ორგანიზებასა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას, პრაქტიკას დახარისხებაში და ობიექტების უგულებელყოფას პრაქტიკას შეძენის წინააღმდეგ. შემეცნებითი ტექნიკა განკუთვნილია შეცვალოს დისფუნქციური რწმენის მნიშვნელობა ნივთებზე.