LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემოქმედებითი თვალსაზრისით, 20 წელი ძალიან დიდი დროა… მთავარი ჯილდო, რაც ჩვენ ამ 20 წლის მანძილზე მოვიპოვეთ, ჩვენი მსმენელის სიყვარულია” – ლაშა კერვალიძე

132
თეატრალური კვარტეტი

რადიო „არ დაიდარდოს“ „თეატრალურის კვარტეტის“ წევრი – ლაშა კერვალიძე სტუმრობდა. ეთერში სიმღერის „იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ“ პრემიერა შედგა.

ლაშა, „თეატრალური კვარტეტის“ არსებობის 20 წლის თავზე, თქვენი ვარსკვლავი გაიხსნა. რას გვეტყვი ამასთან დაკავშირებით, რა შეგრძნებაა?

შემოქმედებითი თვალსაზრისით, 20 წელი ძალიან დიდი დროა. ამ მანძილზე იმდენი რამ შეიძლება შეგხვდეს, დაბრკოლება, სიხარული… ალბათ, მთავარი ჯილდო, რაც ჩვენ ამ 20 წლის მანძილზე მოვიპოვეთ, ჩვენი მსმენელის, ჩვენი საყვარელი ხალხის სიყვარულია. ეს არის მთავარი და ალბათ, ამან განაპირობა უკვე ისიც, რომ „საქართველოს კულტურის პალატამ“, ბატონმა დავით ოქიტაშვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგა. მადლობა მათ და მადლობა ჩვენს უსაყვარლეს მსმენელებს. მათმა სიყვარულმა ძალიან ბევრი რამ გადაგვატანინა. იმედი მაქვს, კიდევ მრავალი წელი ვიდგებით ქართული სიმღერის სადარაჯოზე.

ვისაუბროთ სიმღერაზე „იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

არაჩვეულებრივი სიმღერაა. თავის დროზე, არაჩვეულებრივად ასრულებდა ანსამბლი „ივერია“. ეს სიმღერა ალექსანდრე ბასილაიას ეკუთვნის. ანსამბლ „ივერიის“ შემდეგ უკვე ქალბატონმა ნატო მეტონიძემ და დავით გომართელმა იმღერეს ეს სიმღერა.

კობას, ჩვენს პირველ ხმას მოუვიდა იდეა, რომ ეს სიმღერა გაგვეკეთებინა. მე მგონი,  ნორმალური და კარგი გამოვიდა. ვნახოთ, როგორ მოეწონება ჩვენს მსმენელს. არანჟირების ავტორი უნიჭიერესი ზაზა ხუბუკელაშვილია. სიმღერა რომა გიორგაძის სტუდიაში ჩაიწერა.

თეატრალურის კვარტეტი – იცოდე როცა სხვას შევიყვარებ (რა დამავიწყებს)

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები