LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევა თბილისში: „მანქანამ დაარტყა ახალგაზრდა ქალს, მძღოლს არ გაუჩერებია, ეგრევე მოხია…“

36

„ფეისბუქ“-მომხმარებელი Maiachi Ellamos აქვეყნებს ფოტოს და პოსტს,ს ადაც წერსა, რომ იმ ადგილას, სადაც ფოტოა გადაღებული, მანქანამ ახალგაზრდა ქალს დაარტყა და გაიქცა. ის ამახვილებს ყურადღებას იმ პრობლემაზე, რაც ყველა ფეხით მოსიარულეს აწუხებს დღეს თბილისში – იმაზე, რომ მანქანებს ხშირად ტროტუარებზე აპარკინგებენ…

„ერთი საათის წინ, ვორანცოვზე, ამ ადგილას, მანქანამ დაარტყა ახალგაზრდა ქალს. მძღოლს არც გაუჩერებია – ეგრევე მოხია. გოგონა თავით დაენარცხა ქვაფენილს. ამ ამბის შემსწრეებმა გამოვიძახეთ სასწრაფო. #sostbilisitraffic #sostbilisiparking #sosreclaimsideways

ამ ადგილას, ქუჩაზე გადამსვლელს, პრაქტიკულად არ აქვს, საშუალება ტროტუარამდე მიეღწიოს – კუთხე თითქმის ყოველთვის ჩახერგილია „პარკირებული“ მანქანებით. მძღოლები არსად ჩანან. ამ ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობაა. ვითხოვთ ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარების დაბრუნებას“ – წერს Maiachi Ellamos.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები