LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შექმნეს სამკარიანი უნივერსალი: როდის შეძლებენ სიახლის ყიდვას

54

Aston Martin-მადა Zagato-მ სამკარიანი უნივერსალი შექმნეს. ბრიტანულმა კომპანიამ ყველა იმ მოდელზე ისაუბრა, რომელიც დიზაინერულ სახლ Zagato-სთან თანამშრომლობითაა შექმნილი და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილი – სამკარიანი უნივერსალია. სიახლე ბენზინის ძრავით – V12-ითაა აღჭურვილი და 600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ხოლო, რაც შეეხება სპორტქარის დინამიკურ მახასიათებლებსა თუ საბარგულის ზომას –  ამაზე Aston Martin-ის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ საუბრობენ. ავტომწარმოებელმა მხოლოდ ის გაამხილა, რომ ბაზარზე მთლიანობაში 325 Vanquish Zagato გამოვა და მყიდველები მათ მიღებას მხოლოდ 2018 წლისთვის შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები