LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერმადინი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ცენტრი გახდეს – დაუჭირე მხარი და მიეცი ხმა: ნახე ბმული

40
image (1)

გიორგი შერმადინი ყველგან ტოპ სიმაღლეზეა. მოახლოვდა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი, რომელშიც ქართველი კალათბურთელის დიდი ძალისხმევის შედეგად ესპანური “ტენერიფეც” მოხვდა. ცხადია, შერმადინი იმ წამყვანი მოთამაშეების სიაშია, რომლებიც აღნიშნული ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოსახვედრად იბრძვიან. ხუთეულთან ერთად, გამოსავლენია სხვა ინდივიდუალური პრიზებიც – სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა, მწვრთნელი და MVP.

საუკეთესოები გამოკითხვის შედეგად გამოვლინდებიან. ხმას აძლევენ გულშემატკივრები, აკრედიტებული მედია და ჩემპიონთა ლიგის მონაწილე 32 გუნდის მწვრთნელი. თითოეულ სექტორს თანაბარი წონა აქვს გამოკითხვაში.

გულშემატკივართა შორის გამოკითხვაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა, რომელიც ესტუმრება ფიბა-ს ოფიციალურ გვერდს – FIBA.COM. სიმბოლური ხუთეულის შერჩევისას, ცალ-ცალკე ირჩევთ 2 უკანახაზელს, 2 ფორვარდს და 1 ცენტრს. თუმცა შესაძლებელია, მხოლოდ ცენტრი შეარჩიოთ და სხვა პოზიციების შერჩევაში მონაწილეობა არ მიიღოთ.

შესაბამისად, გიორგი შერმადინის მხარის დასაჭერად უნდა ესტუმროთ ფიბა-ს ვებ-გვერდის შესაბამის ბმულს: https://www.championsleague.basketball/21-22/news/vote-for-the-center-in-the-2021-22-star-lineup, სადაც არის წარმოდგენილი 5 კანდიდატი ცენტრი.

ანდრია სტიპანოვიჩი (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი), მიშელ კაიზერი (ჰაპოელ ჰოლონი, ისრაელი), ივან ბუვა (ლიეტუვოს რიტასი, ლიეტუვა), გაბრიელ ოლასენი (დარუშაფაკა, თურქეთი) და გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი).

ხმის დასაჭერად მხოლოდ მოთამაშის მონიშვნაა საჭირო. ესტუმრეთ წარმოდგენილ ბმულს და მხარი დაუჭირეთ ქართველ კალათბურთელს საუკეთესო ცენტრად აღიარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები