LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა ილონ მასკმა Tesla-ში თანამდებობა დაკარგოს

92

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი შესაძლოა თანამდებობის გარეშე დარჩეს და ეს ძალიან მალე, ივნისში მოხდეს.

როგორც Bloomberg წერს, Tesla-ს დირექტორთა საბჭო ივნისში კომპანიის ახალ პოლიტიკას მისცემს ხმას, რომელიც მისი დამტკიცების შემთხვევაში დამოუკიდებელი დირექტორის დანიშვნის შესაძლებლობს ითვალისწინებს.

პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით წინადადება კალიფორნიელი ჯინგ ცზაოსგან წამოვიდა, რომელიც მიიჩნევს, რომ კომპანიამ უფრო პრაგმატული გზა უნდა აირჩიოს. მთლიანობაში, დირექტორთა საბჭო ამ იდეას არ ეთანხმება და ამიტომ განცხადება გამოაქვეყნა:

„მმართველობა მიიჩნევს, რომ კომპანიის წარმატება დღეისათვის შეუძლებელი იქნებოდა სხვა თავჯდომარის პირობებში. ვფიქრობთ, რომ კომპანიას ყველაზე კარგად ბატონი მასკი მართავს, რომელიც აგრძელებს მმართველთა საბჭოს თავჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას“.

ილონ მასკი Tesla-ში თანამდებობას 2004 წლიდან იკავებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები