LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევკრიბე ბენდი, რომელთან ერთადაც ძალიან დიდი და კარგი გეგმები მაქვს… ვმუშაობთ რეპერტუარზე“ – ვერიკო ტურაშვილი

152
ვერიკო-ტურაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე, ახალ ნამუშევრებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ეთერში სიმღერის „მზე“ პრემიერა შედგა.

ვერიკო, ბოლო დროს, ძალიან აქტიურად მუშაობ ახალ სიმღერებზე, ამჯერად რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში ის სიახლეა, რომ შევკრიბე ბენდი, რომელთან ერთადაც ძალიან დიდი და კარგი გეგმები მაქვს. ამ გეგმების საწყისი ეტაპი იყო ის, რომ ლაივ სესიად გავაკეთეთ რამდენიმე სიმღერა. სიმღერა, რომელიც დღეს მოგიტანეთ ამ ლაივ ჩანაწერებიდან მეორეა. ეს სიმღერა ჩემი ბავშვობის ტკბილ სენსორებს ეხება. ეს გახლავთ გიული ჩოხელის მიერ შესრულებული სიმღერა „მზე“, რომლის ტექსტის და მუსიკის ავტორიც თემო რცხილაძეა. ამ სიმღერის ახალი ვერსია ჩემს არაჩვეულებრივ ბენდთან ერთად გავაკეთე.

რაიმე საავტორო ნამუშევარსაც ხომ არ შემოგვთავაზებთ ახლო პერიოდში?

რა თქმა უნდა, ვმუშაობთ რეპერტუარზე, რომელშიც, ცხადია ახალი სიმღერებიც შევა. ვმუშაობ ლილიკო ნემსაძის ახალ სიმღერაზეც.

ვერიკო ტურაშვილი – მზე

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები