LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიშველი ველოსიპედისტები ავტომობილებს შეეჯიბრნენ

17

გახდილი ველოსიპედისტები ავტომობილებს შეეჯიბრნენ. უცნაურ ტურნის ლონდონმა უკვე მეათედ უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ველოტურნირები ევროპის 70-მდე ქალაქში ტარდება, თუმცა ყველაზე მასშტაბური ლონდონშია. World Naked Bike Ride-ის მონაწილეთა უმრავლესობა, როგორც წესი, ველოსიპედზე სრულიად შიშველი იჯდა, ხოლო შედარებით მორცხვებს კი შორტები ეცვათ. ზოგიერთ ველოსიპედისტს სხეულზე საინტერესო ლოზუნგებიც ეწერა, მაგალითად – ისეთი, როგორიცაა „მე მიყვარს ლონდონი“ ან „სპორტი ჯანმრთელობაა“.

აღსანიშნავია, რომ უცანური აქტივობის მიზანი ველოსპორტის პოპულარიზაციის გაზრდაა, ხოლო მონაწილეების სიშიშვლე კი იმის მანიშნებელია, რომ სპორტსმენები გზებზე სრულიად დაუცველები არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები