LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შმაგი ბოლქვაძე ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

24

საქართველოს ბერძნულ/რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე რიო 2016-ის ბრინჯაოს პრიზიორია! 66 კგ-ში მოჭიდავე ახალგაზრდა ქართველმა ოლიმპიელმა ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში იაპონელი ტომოჰირო ინოე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

ბოლქვაძემ 1/8 ფინალში ფინელი ტერო ვაელიმაეკი 3:0 დაამარცხა, 1/4 ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ, ირანელ ომიდ ნოროზის 2:0 აჯობა, ნახევარფინალური დაპირისპირება კი სერბ დავორ სტეფანეკთან დათმო და ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლა განაგრძო.

შმაგი ბოლქვაძეს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები