ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე შესაძლოა მალე დასაქმდეს.
Championat.asia-ს ინფორმაციით, შოთა არველაძე 12 მაისს უზბეკეთის ჩემპიონატის მატჩს დაესწრო ტაშკენტის “ფახთაქორსა” და “ბუხარას” შორის (2:1).
წყაროს ცნობით, ქართველი სპეციალისტი “ფახთაქორის” შეფებს ესაუბრა, თუმცა რა თემაზე იყო შეხვედრა და იყო თუ არა მწვრთნელობის შეთავაზება უზბეკური მხარისგან, უცნობია.
“ფახთაქორმა” სეზონი ცუდად დაიწყო, 10 ტურის შემდეგ გუნდი 14 ქულით მხოლოდ მე-8 ადგილზეა, რაც უზბეკური გრანდისთვის შეუფერებელი პოზიციაა. გუნდს უზბეკი სპეციალისტი დიასურ აბდურაიმოვი ხელმძღვანელობს.
შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს “ალკმაარში” მწვრთნელის ასისტენტის რანგში დაიწყო. იგი თურქეთში “ქაისერის”, “ქასიმფაშასა” და “ტრაბზონს” წვრთნიდა, ხოლო ამ სეზონში თელ-ავივის “მაკაბის” ჩაუდგა სათავეში. ებრაულ კლუბში იგი იანვარში მოხსნეს.
გაზეთი „ლელო“