LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა არველაძე მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირებშია 

115
article-0-01C573D80000044D-744-468x359

ფრანგულმა Maxi Foot-მა საინტერესო სტატისტიკა შეადგინა და 50 ბომბარდირი გამოავლინა, რომლებმაც კარიერა 2000 წლის შემდეგ, ანუ 21-ე საუკუნეში დაასრულეს.

სასიხარულოა, რომ ჩამონათვალში მოხვდა ჩვენი გოლეადორი შოთა არველაძე. ქართველი ფორვარდი 30-ე ადგილზე აღმოჩნდა. მას მატჩში საშუალოდ 0.56 გოლი დაუგროვდა.

სიაში მოსახვედრად აუცილებელი პირობა იყო, რომ ფეხბურთელს მატჩების 40% ევროპაში ჰქონოდა ჩატარებული.

შოთა თბილისის “დინამოს” შემდეგ თამაშობდა „ტრაბზონსფორში“, „აიაქსში“, “გლაზგო რეინჯერსში“ და „ალკმაარში“. „დინამოში”, „ტრაბზონსპორსა” და „აიაქსი” არველაძე ერთხელ მაინც გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი. 1995-96 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი.

არველაძემ “ტრაბზონსფორში“ თურქეთის თასი (1995) მოიგო; „აიაქსში“ ქვეყნის ჩემპიონატი (1998) და ნიდერლანდის თასი (1998, 1999); „რეინჯერსის“ შემადგენლობაში ორჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი (2003, 2005), ასევე მოიგო შოტლანდიის თასი (2002, 2003) და შოტლანდიის ლიგის თასი (2003).

აღსანიშნავია, რომ ამსტერდამის „აიაქსის“ შემადგენლობაში ჩატარებულ სადებიუტო 1997-1998 სეზონში – შოთამ 4-ჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა (26 გოლი) ისეთ სუპერვარსკვლავებს აჯობა, როგორებიც რობერტო ბაჯო, რობინ ვან პერსი, ფრანჩესკო ტოტი, რონალდინიო, ფილიპო ინძაგი, რადამელ ფალკაო, ალესანდრო დელ პიერო და სხვები არიან.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები