შოთა არველაძე ”ტრაბზონსფორის” მწვრთნელი აღარაა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ქართველი სპეციალისტის გუნდიდან წასვლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა.
დროებით “ტრაბზონს” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გაწვრთნის.
არველაძემ “ტრაბზონსპორი” ახლახან, ივლისში ჩაიბარა. ბოლო დროს კლუბს ჩავღდნა დაეწყო – ბოლო 7 მატჩიდან 5 წააგო და 11 ტურის შემდეგ 14 ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.