LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიაში პირველი სპა-ვაგონი ამუშავდება.

56

შოტლანდიაში პირველი სპა-ვაგონი ამუშავდება. „Daily News”-ის ინფორმაციით, საინტერესო იდეის ავტორი რკინიგზის ხაზი Belmond Royal Scotsman გახდა. მათ თავის მატარებელს დაამატეს ერთი ვაგონი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ მგზავრობისას დრო ფუჭად არ დახარჯოს და სხვადასხვა პროცედურები გაიკეთოს. მათ შორისაა სახის მასაჟი, ლიმფოდრენაჟი, მანიკური თუ პედიკური, ცხელი ქვის მასაჟი, ანტისტრესული პროცედურა და ა.შ. სპა-სალონის დიზაინი მთლიანად შოტლანდიურ სტილშია შესრულებული და მისი ერთი ნაწილი მთლიანად პანორამული ფანჯარაა. ანუ, მგზავრს სასიამოვნო მასაჟთან ერთად ულამაზესი პეიზაჟების დათვალიერებაც შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები