LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს გზებზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

45

შინაგან საქმეთა სამინისტრო მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევის გამო გზებზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 20 სექტემბერს 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო 21 სექტემბერს დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევასთან დაკავშირებით, ავტომანქანები ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონიდან მახათის მთის მიმართულებით იმოძრავებენ ცალმხრივად, ხოლო ტაძრიდან ცენტრისკენ ლოტკინის მიმართულებით დაბრუნდებიან”, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები