LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში საჯარო სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაერთვნენ

10

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო-შემეცნებით კამპანიას აგრძელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცხადებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, კამპანიაში, ქალაქ თბილისის მსგავსად, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონების საჯარო სკოლებიც ჩაერთვნენ.

შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულ თემაზე დამზადებული საინფორმაციო სტიკერები დაურიგეს. სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

მათივე ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება. მათ შორის, სპეციალური ტრენინგების გავლის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს უტარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები