ამერიკელი წყვილი პირდაპირ თვითმფრინავის ბორტზე დაქორწინდა, რადგან მათი რეისი შტორმის გამო გადაიდო. განსხვავებული ქორწილის ისტორია გამოცემა New York Post-მა გაავრცელა.
ამერიკელი ჯერემი სალდა და პემ პატერსონი უკვე ორი წელია რაც რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებიან და ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. ცერემონიისთვის შესაფერის ადგილად მათ ლას-ვეგასი აირჩიეს.
წყვილმა ავიაკომპანია American Airlines-ის ბილეთები შეიძინა და რეისზე ისინი საქორწინო კოსტიუმებით მივიდნენ, რათა დაჯდომისთანავე ჯვრის დასაწერად წასულიყვნენ. თუმცა, მათი გეგმა ჩაიშალა, ცუდი ამინდის გამო ვეგასის რეისი გადაიდო.
მაშინ ჯერემიმ და პემმა ახალი ბილეთები ძებნა დაიწყეს. ბორტზე ამ დროს მამაო იმყოფებოდა და როდესაც აღელვებული წყვილი შეამჩნია, მათ თავისი დახმარება შესთავაზა.
იდეა მოეწონა პილოტსაც და საქორწილო სამზადისში ბორტის სხვა წევრებიც ჩაერთნენ. ააჟღერეს სასიამოვნო მუსიკა, მოიტანეს შამპანური და უსაყვარლესი ქორწილიც შედგა.