არნოლდმა ცნობილი ტელეწამყვანი ჯეა ლენო ტანკით სასეირნოდ დაპატიჟა. 1951 წელს აწყობილი საომარი ტრანსპორტი M-47 Patton კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს ავსტრიის არმიამ უსახსოვრა. ტესტ-დრაივის დროს „რკინის არნიმ“ ლიმუზინი Lincoln Town Car ლამის მიწასთან გაასწორა. M-47 შტატებში 1951 წელს გამოდიოდა, მას 90 მილიმეტრიანი ლულა აქვს და მოძრაობაში 29,36 ლიტრის მოცულობის V12 ძრავით მოდის. ორ ტურბინიანი აგრეგატის სიმძლავრე 810 ცხენის ძალას შეადგენს. აღნიშნულ ტანკს არნოლდ შვარცნეგერი ჯარში მართავდა და გარდა ამ ტანკისა, მსახიობის კოლექციაში ელექტრონული Hummer H1-იც შედის.
ყველგანმავალი ავსტრიული ფირმის Kreisel-ის შემოქმედებაა და მას ორი ელექტრონული ძრავი აქვს. მოდელს 490 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია და ერთი დამუხტვით „მწვანე“ Hummer 300 კმ-ს გადის.