შვედურმა კომპანია Mo’cycle-მა უნიკალური ჯინსების გაყიდვა დაიწყო. ინოვაციური სამოსი უსაფრთხოების ბალიშებითაა აღჭურვილი და მოტოციკლეტით ავარიაში მოხვედრის შემთხვევაში მძღოლს მაქსიმალურად იცავს, წერს interesting engineering).
ჯინსი წყალგაუმტარი, გამძლე ქსოვილითაა დამზადებული. იმისათვის, რომ ავტო საგზაო შემთხვევის დროს შარვალმა დროულად რეაგირება მოასწროს, მძღოლმა ის მოტოციკლეტზე უნდა დაამაგროს. ვარდნის შემთხვევაში ჯინსები იბერება და სხეულის ქვედა ნაწილს იცავს.
ავარიის შემდეგ უსაფრთხოების ბალიში იჩუტება, ჯინსი ძველ ზომა-ფორმას უბრუნდება და მისი გამოყენება თავიდანაა შესაძლებელი.
შარვალი გასაყიდად რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და საწყისი ფასი 470 ევროა.