LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთი შესაძლოა 35 საათიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს

124
შვედეთი შესაძლოა 35 საათიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს

შვედეთში შესაძლოა კვირაში 40 საათის ნაცვლად 35 საათი იმუშაონ. სიახლის შესახებ The Local წერს.

ინიციატივის ავტორი სოციალურ-დემოკრატიული პარტია გახდა. მიზანი კი 2035 წლისთვის შვედების სამუშაო კვირის შემცირებაა.

დეპუტატები აპირებენ, რომ კვლევითი პროექტი დაიწყონ. ერთი წლის განმავლობაში ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის, თუ როგორ იმოქმედებს 35 საათიანი კვირა 5 ათას შვედზე, რომელიც უკვე მუშაობს ამ რეჟიმში. ამისათვის ექსპერტები მუდმივად ჩაატარებენ გამოკითხვებს და ღრმა ინტერვიუებს.

სააგენტო Aftonbladet/Demoskop-ის გამოკითხვის მიხედვით, სამუშაო კვირის შემცირებას შვედების 60% ემხრობა.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებულ სამუშაო კვირაზე გადასვლას ბევრი ევროპული ქალაქი ემხრობა და ზოგი სიახლეს უკვე ტესტავს კიდეც. მაგალითად, ვალენსიის მაგალითმა აჩვენა, რომ დამატებითი დასვენება ადამიანებს საშუალებას აძლევს საკუთარ თავს თუ ოჯახს მეტი დრო დაუთმონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები