LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთმა ბეწვეულის ბიზნესს წერტილი დაუსვა

109
შვედეთმა ბეწვეულის ბიზნესს წერტილი დაუსვა

შვედეთში აღარ დარჩება ფერმა, სადაც წავებს ამრავლებენ – ბოლო 27-მა მეურნეობამ სახელმწიფო მხარდაჭერის იმედით, თავისი საქმიანობის დასრულება გადაწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნატურალური ბეწვეულის წარმოება სრულად შეწყდება, წერს furfreealliance-ი.

ბეწვიანი ცხოველების მომრავლების აკრძალვის შესახებ წინადადება ქვეყანაში გაზაფხულზე გაჟღერდა და დროის გაწელვა არც მეწარმეებს უფიქრიათ. თითქმის ყველა მათგანმა ფერმების დახურვა გადაწყვიტა. თანაც, ინდუსტრიაში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ბიზნესი აღარასდროს გაცოცხლდება.

შვედეთი შეუერთდა იმ ევროპული ქვეყნების სიას, სადაც ბეწვეულის ინდუსტრია წარსულს ჩაბარდა. მაგალითად, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, სლოვენიაში, ლუქსემბურგში, მალტაში, ირლანდიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, იტალიასა და ლატვიაში უკვე აკრძალეს წავების ფერმები. 2027 წლისთვის ამ სიას ლიეტუვაც შეუერთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები