LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში შექმნიან ძროხას, რომელიც კლიმატს ნაკლებ ზიანს მოუტანს

109
konosar

შვედმა მეცნიერებმა დაიწყეს მასშტაბური პროექტი, რომლის მიზანიც ძროხის ისეთი სახეობის შექმნაა, რომელიც გარემოს მინიმალურ ზიანს მიაყენებს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ სიახლის დამსახურებით 2050 წლისთვის მეცხოველეობისგან მიღებული მავნე გამონაბოლქვი 25%-ით მაინც შემცირდება.

გამოცემა Slu.se-ს ინფორმაციით, კვლევაში 100 ათასზე მეტი ძროხა მონაწილეობდა. მეცნიერები მათ დნმ-ს სწავლობენ, რათა იპოვონ სახეობები, რომლებიც გარემოს ყველაზე ნაკლებად აბინძურებენ. პირველმა შედეგებმა უკვე აჩვენა, რომ ერთნაირ პირობებში ყოფნის დროსაც ზოგიერთი ძროხა 30%-ით ნაკლებად საზიანოა ვიდრე სხვები.

ამ შედეგების გათვალისწინებით იგეგმება ახალი, უფრო ეკოლოგიური სახეობის შექმნა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სელექცია ცხოველთა ჯანმრთელობაზე გავლენას არ მოახდენს.

მსოფლიოში მეთანის გამონაბოლქვის 15% მეცხოველეობაზე მოდის და აქედან 4%-ზე ძროხები არიან პასუხისმგებელი. ეს კი ორჯერ მეტია, ვიდრე საავიაციო სფეროს მიერ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები