LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში სოკოების დახმარებით ჩერნობილის ავარიის შედეგებს გამოიკვლევენ

117
შვედეთში სოკოების დახმარებით ჩერნობილის ავარიის შედეგებს გამოიკვლევენ

შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ სოკოს შემგროვებლებს სეზონური სოკოს მოგროვება და გაგზავნა სთხოვა, რათა ჩერნობილის ავარიის შემდეგ ქვეყანაში რადიაციის დონე შეაფასონ. შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის ავარიის შემდეგ უკვე 38 წელია გასული.

სოკოს ცეზიუმ 137-ის შემცველობაზე შეამოწმებენ – ეს ნივთიერება ერთ-ერთი საკვანძო რადიაციული დამაბინძურებელია. ის შესაძლოა ნიადაგში და ცოცხალ ორგანიზმებში დაგროვდეს.

სოკოს შემგროვებლებს სააგენტომ მინიმუმ 100 გრამი ახალი სოკოს გაგზავნა დაავალა.

შვედეთის უსაფრთხოების ორგანოები არ აზუსტებენ, თუ როდის გახდება ცნობილი კვლევის შედეგები. APnews-ის ინფორმაციით, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა, რადიოაქტიური ნარჩენები კი მთელი ევროპის მასშტაბით გავრცელდა. რადიაციის საბოლოო მსხვერპლის ზუსტი ოდენობა უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები