LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედი ჩინოვნიკები ერთმანეთს ავეჯს გაუნაწილებენ

38
thumb-1024x663-office-furniture

შვედური კომუნის ლინჩეპინგის ქალაქების ჩინოვნიკები ოფისებისთვის ახალ ავეჯს აღარ შეიძენენ. ამიერიდან, თუკი მათ საკმარისი მაგიდები ან სკამები არ ექნებათ, სხვა ოფისებში მყოფ თავის კოლეგებს სთხოვენ დახმარებას, რა თქმა უნდა, თუკი ამ უკანასკნელებს ზედმეტი ავეჯი აღმოაჩნდებათ.

თუკი ამის შემდეგ ავეჯი მაინც არ იქნება საკმარისი, ოფისს მისი ყიდვა მხოლოდ იმ პირობით შეეძლება, რომ ეს ავეჯი გადამუშავებული მატერიალითაა დამზადებული და უტილიზაციას მომავალშიც დაექვემდებარება.

გამოცემა The Mayor-ის ინფორმაციით, ეკოლოგიური ინიციატივის ფარგლებში, დამტვრეულ ავეჯსაც აღარ გადაყრიან და ამის ნაცვლად ადგილობრივ სახელოსნოებში შესაკეთებლად გაგზავნიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები