LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედმა ინჟინრებმა შექმნეს ელექტრო თვითმფრინავი, რომელიც ერთი დამუხტვით 200 კილომეტრს გადის

117
შვედმა ინჟინრებმა შექმნეს ელექტრო თვითმფრინავი, რომელიც ერთი დამუხტვით 200 კილომეტრს გადის

შვედური სტარტაპი Heart Aerospace აპირებს, რომ ყველაზე დიდი ელექტრონული თვითმფრინავის პროტოტიპი ჰაერში ააფრინოს. 30 ადგილიანი ავიალაინერის ცდები 2025 წლის დასაწყისიდან აიღებს სტარტს.

2019 წელს სტარტაპმა მცირე ზომის რეგიონულ ელექტრო თვითმფრინავზე დაიწყო მუშაობა. პროექტის ავტორებს სურდათ შეექმნათ ლაინერი 19 მგზავრისთვის, 4 ელექტრონული ძრავით.

მოგვიანებით პროექტი შეიცვალა: კომპანიამ 30 ადგილიანი თვითმფრინავის აგება გადაწყვიტა და მას ES-30 დაარქვა. 4 ელექტრო ძრავიდან მხოლოდ 2 დატოვეს, დანარჩენი 2 კი ჩვეულებრივით ჩაანაცვლეს.

ES-30 ელექტროენერგიით ფრენას 200 კილომეტრის მანძილზე შეძლებს. ამის გასაკეთებლად ტრანსპორტს სულ რაღაც ნახევარ საათიანი დამუხტა სჭირდება. ჰიბრიდული რეჟიმის გამოყენების შემთხვევაში ფრენის მანძილი 400 კილომეტრამდე გაიზრდება. თუკი მგზავრთა რაოდენობა 25-მდე შემცირდება, თვითმფრინავი 800 კილომეტრსაც იფრენს.

თვითმფრინავის კომერციული გამოყენება 2029 წლიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები