LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედმა მოთხილამურემ 800 ცხენის ძალიანი „გელიკი“ ააწყო (ვიდეო)

31

შვედმა მოთხილამურემ იონ ოლსონმა ახალი ავტომობილი წარმოადგინა – 800 ცხენის ძალიანი Mercedes-Benz G500 4×4². ავტომობილს სახელი ძმის საპატივცემოდ დაარქვა – Lord Hans. „დამუხტული“ ყველგანმავალის ვიდეო პრეზენტაციიდან YouTube-ზე თავად ოლსონის არხზე გამოქვეყნდა.

Mercedes-Benz G500 4×4²-ზე ჰოლანდიურმა ტიუნინგ ატელიე Absolute Motors-მა იზრუნა.

გარდა სიმძლავრისა, ყველგანმავალმა მოდიფიცირებული საკიდარი, განათების დამატებითი ბლოკები, სახურავზე საბარგული, საწვავის ავზები და ცული მიიღო.

ცოტა ხნის წინ იონ ოლსონმა 810 ცხენის ძალიანი კუპე Rolls-Royce Wraith-ი წარმოადგინა, ამ ავტომობილის წყალობით მოთხილამურემ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და „როლსით“ „ბერნაუტი“ გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები