შვედმა მუსიკოსმა და ბლოგერმა, მათიას კრანცმა რვაფეხა იყიდა და 6 თვეში მას პიანინოზე დაკვრა ასწავლა. მათიასი სოც-ქსელებში უკვე ახალ მეგობართან ერთად შესრულებულ დუეტებს აქვეყნებს, წერს The Washington Post-ი.
გაზეთის ცნობით, ბლოგერმა რვაფეხას ტაკოიაკი დაარქვა და ის დაახლოებით 400 ლიტრის მოცულობის აკვარიუმში ცხოვრობს, სადაც ყველა საჭირო აქსესუარი აქვს. თავდაპირველად მუსიკოსმა რვაფეხას ნდობა მოიპოვა, მერე კი სასუსნავის დახმარებით პიანინოზე დაკვრა ასწავლა.
თავიდან მათ არაფერი გამოსდიოდათ, რადგან ტაკოიაკის საცეცები ჩვეულებრივი კლავიშებისთვის მოურგებელი აღმოჩნდა, ამიტომ კრანცმა 3D პრინტერზე სპეციალური კლავიშები დაბეჭდა, რომლებსაც რვაფეხა ადვილად ეჭიდება და ქაჩავს. მან ასევე აკვარიუმში ხმის გამაძლიერებელი დაამატა, რათა ტაკოიაკის ვიბრაციები ეგრძნო. პირველი დუეტი ადამიანმა და რვაფეხამ 6 თვის შემდეგ ჩაწერეს. ნახევარი წლის შემდეგ ტაკოიაკიმ დაკვრა დაიწყო და მათიასმა მასთან ერთად დუეტი შეასრულა.
ტაკოიაკის მიღწევები მეცნიერებმაც შეაფასეს. მათი აზრით, რვაფეხას არ ესმის, თუ რას აკეთებს და ის უბრალოდ საკვების მისაღებად ასრულებს ბრძანებებს.