შვეიცარიაში უნიკალური ”დამუხტული” ჰეთჩბეკი Audi A1 Quattro დაიწვა. ასეთი ავტომობილების ტირაჟი მხოლოდ 333 ეკზემპლარი გახლდათ.
როგორც ბაზელ-ლანდის პოლიციაში აღნიშნეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის მონაცემებით ზარალი 56 000 ევროს შეადგენს.
Audi A1 Quattro-ს დებიუტი 2011 წელს შედგა. მოდელი ორ ლიტრიანი ტურბირებული ძრავით აღჭურვეს, რომლის სიმძლავრეც 256 ცხენის ძალაა. ძრავი ექვს საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
ავტომობილი ნულიდან ას კილომეტრს 5,7 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 245 კილომეტრ/საათია.