LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში უპილოტო მატარებლები გამოჩნდება

40

შვეიცარიაში სულ მალე უპილოტო მატარებლები გამოჩნდება. რკინიგზის ცენტრალურმა დეპარტამენტმა ახალი გეგმა უკვე დაამტკიცა და მის განხორციელებას 2020 წლამდე გეგმავს.

პროექტი „მომავლის ტრანსპორტი“ – მთლიანობაში რამდენიმე გეგმას მოიცავს და ექსპერტთა აზრით, სიახლე მთლიანად მგზავრთა კომფორტზე იქნება გათვლილი. პირველ რიგში განახლდება რკინიგზის ტექნოლოგიური სისტემა და შემდეგ დისტანციური მართვის მატარებლების გამოცდა დაიწყება. რკინიგზაში ვარაუდობენ, რომ ინოვაციები მგზავრთა ნაკადს 30%-ით გაზრდის.

გამოცემა „Le matin”-ის ინფორმაციით, უპილოტო მატარებლებს დასაწყისისთვის პატარა მარშრუტზე გამოცდიან და თუკი იდეა გაამართლებს, მაშინ ისინი დიდ ქალაქებს შორისაც ივლიან. მეტი უსაფრთხოებისთვის კი ამ დროს ეკიპაჟს მფრინავი დრონებით გააკონტროლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები