LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიელებმა საათი Lamborghini Aventador S-ის სტილში გააკეთეს

345

Roger Dubuis-მა გამოუშვა საათი, რომელიც Lamborghini-ის სპორტულ განყოფილებასთან, Squadra Corse-სთან ერთად შეიმუშავა. საათს ღია მექანიზმი აქვს და მას Excalibur Aventador S დაარქვეს.

ახალი მექანიზმი მექანიკურია და მისი “სვლის მარაგი” 40 საათს შეადგენს. ის ისეთივე მასალაისგან არის დამზადებული, რასაც იტალიური ავტომწარმოებელი საკუთარი მოდელების შესაქმნელად იყენებს.

საათის ზოგიერთი ელემენტი Lamborghini-ის საფირმო ფერებშია გადაწყვეტილი – ყვითელ Giallo Orion-სა და ფორთოხლისფერ Arancio Argos-ში.

მოდელს ყვითელი აქცენტებით კომპანია 88 ერთეულს გამოუშვებს, ხოლო ფორთოხლისფერს მხოლოდ შვიდ ერთეულს. პირველის ფასი 194 500 დოლარია, ხოლო მეორე 216 000 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები