LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიულმა კომპანიამ ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტისთვის ვაგონები დაამზადა

26

შვეიცარიულმა კომპანიამ Stadler Rail Group –ის ქარხანაში სამგზავრო ვაგონებმა შემოწმება გაიარა.

აღნიშნული ვაგონები აზერბაიჯანის რკინიგზის დაკვეთით, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტისთვის დამზადდა.

ვაგონების მზა კორპუსები აზერბაიჯანულმა დელეგაციამ დაათვალიერა. ვაგონები ოთხი კატეგორიით მზადდება: სტანდარტი, კომფორტი, ბიზნესი და რესტორანი.

კატეგორიების მიხედვით, ვაგონები 10, 20 და 32–ადგილიანია. შეთანხმების თანახმად, პირველი 10 ვაგონი ექსპლუატაციაში 2016 წელს ჩაეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები