LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვიდი წლის წინანდელი ამბავი: ცნობილ ფეხბურთელებს პატიმრობა და უფეხბურთობა ემუქრებათ

14

ესპანეთის პროკურატურამ დაასრულა შვიდი წლის წინანდელი მატჩის გამოძიება, რომელშიც “ლევანტე“ და “სარაგოსა” ხვდებოდნენ ერთმანეთს. პროკურორი მატჩის მონაწილეთა ორწლიან პატიმრობას და მათთვის ექვსწლიან აკრძალვას ითხოვს. საქმეში 30 ფეხბურთელი ფიგურირებს.

საქმის არსი შემდეგშია: “სარაგოსას” წარმომადგენლებმა მეტოქის მოთამაშეებს 965 ათასი ევრო გადაუხადეს მარცხის სანაცვლოდ. „სარაგოსამ“ 2:1 მოიგო და შეინარჩუნა ადგილი ელიტურ დივიზიონში, – წერს სააგენტო AP.

“მე გავაკეთე ის, რასაც ჩემგან კლუბი ითხოვდა”, – განაცხადა იმ მატჩში დუბლის ავტორმა გაბიმ, რომელიც ამჟამად მადრიდის “ატლეტიკოს” კაპიტანია. ფეხბურთელს მიაჩნია, რომ არ შეიძლება მისი დასჯა, რადგან მას ტყუილზე წასვლა კლუბმა აიძულა. იმ მომენტისთვის, გაბის შეთანხმებული ჰქონდა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი.

ეჭვქვეშ მყოფ ფეხბურთელებს შორის არიან – “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანდერ ერერა და “ლესტერის” მოთამაშე ვისენტე იბორა.
საქმის კიდევ ერთი ფიგურანტია “სარაგოსას” მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ხავიერ აგირე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები