LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვიდჯერ ნახევარფინალში: რეალის რეკორდი და ბებერი რეკორდმაისტერი

57

მადრიდის ”რეალი” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელიც ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეშვიდედ იასპარეზებს. ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ საპასუხო 1/4 ფინალში ”რეალმა” 4:2 სძლია ”ბაიერნს” და ისტორიულ შედეგს მიაღწია.
ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებმა ”სამეფო გუნდის” გარეშე 2009/10 წლების სეზონში ჩაიარა, როდესაც მადრიდელები ტურნირს ”ლიონის” წყალობით 1/8 ფინალში დაემშვიდობნენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ”რეალისა” და ”ბაიერნის” დაპირისპირებაში მოთამაშე ”რეკორდმაისტერის” შემადგენლობა ყველაზე ასაკოვანი იყო ტურნირის ისტორიაში. კარლო ანჩელოტიმ მოედანზე გაიყვანა გუნდი, რომლის საშუალო ასაკიც 30 წელსა და 166 დღეს შეადგენდა.

გერმანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ: მანუელ ნოიერი, მათს ჰუმელსი, ტიაგო ალკანტარა, ფრენკ რიბერი, რობერტ ლევანდოვსკი, არიენ რობენი, ხაბი ალონსო, ჯერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი, დევიდ ალაბა და არტურო ვიდალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები