19 აპრილს, რომში ”შვიდკაცასა” და დათუნა სირბილაძის კონცერტი გაიმართება. სპეციალურად ამ კონცერტისთვის რომში ჩავა პაატა ბურჭულაძე, რომელიც ქართველ ემიგრანტებს გააცნობს მახათას მთაზე ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის დეტალებს, რომლის გადახურვის სამუშაოები 25 აპრილს დასრულდება. ბატონ პაატას სურს მშენებლობაში ჩართოს უცხოეთში მყოფი ქართველებიც.
კონცერტზე შესრულდება ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები. ერთ-ერთი ასეთი სიმღერაა ”ფესვები”, რომელიც ”შვიდკაცას” ერთ-ერთი პირველი სიმღერაა. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ”შვიდკაცა” 10 წლის განმავლობაში ცნობილი იყო როგორც ანსამბლი ”ფესვები”.
მათთან ერთად ასევე კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ იტალიაში მყოფი მგალობლები.