LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღნაღი-წნორის საავტომობილო გზის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

46

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სიღნაღი – წნორის საავტომობილო გზის 5,6 კილომეტრიანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, აღნიშნული მონაკვეთი სიღნაღში, ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას და სიღნაღი-წნორის საავტომობილო გზების გასაყარზე იწყება და სიღნაღი-წნორის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე სრულდება. მონაკვეთი დაზიანებული იყო და სრულად ვერ უზრუნველყოფდა სატრანსპორტო მოთხოვნებს.

”პერიოდული შეკეთების სამუშაოები ითვალისწინებს: არსებული დაზიანებული ზღუდარების, დაზიანებული ბოწკინტების  და რკინა-ბეტონის მილების, ქვედა საყრდენი კედლის შეკეთებას; კიუვეტების მოწყობასა და სავალი ნაწილის აღდგენას. ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების შეკეთება; მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები”, – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 775 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.