LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა „ჩირაღდნები“ ძალიან კარგად ახსოვს მსმენელს. გვინდოდა, მსმენელისთვის ჩვენებური ვერსია შეგვეთავაზებინა… ძალიან კარგი გამოვიდა“ – „თეატრალურის კვარტეტი“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

180
Untitled design (48)

რადიო „არ დაიდარდოს“ „თეატრალურის კვარტეტის“ წევრი – ლაშა კერვალიძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს კვარტეტის ახალი ნამუშევარი „ჩირაღდნები“ წარუდგინა. მომღერალმა შემოქმედებით სიახლეებზე და დაგეგმილ კონცერტებზეც ისაუბრა.

ლაშა, როგორი იყო განვლილი სეზონი „თეატრალურის კვარტეტისთვის“?

განსაკუთრებულად დატვირთული იყო გაზაფხულიც და ზაფხულიც. არაერთი სოლოკონცერტი ჩავატარეთ, გვქონდა გასტროლებიც. მოკლედ, აქტიურად გაიარა გაზაფხულმა და ზაფხულმა, ფაქტობრივად, დასვენებაც ვერ მოვასწარით, ისე დავიწყეთ შემოდგომის სეზონი. საკმაოდ დატვირთული იყო სექტემბერიც. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან გვიხარია.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ჩირაღდნები“.

ძალიან კარგი გამოვიდა ჩვენი ახალი ნამუშევარი. სიმღერა „ჩირაღდნები“ ძალიან კარგად ახსოვს მსმენელს 60-70-იანი წლებიდან. სიმღერა კონსტანტინე პევზნერს ეკუთვნის, ლექსი პეტრე გრუზინსკის გახლავთ. სიმღერა რომა გიორგაძესთან ჩაიწერა. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის. გვინდოდა, გაგვეცოცხლებინა ეს სიმღერა და მსმენელისთვის ჩვენებური ვერსია შეგვეთავაზებინა.

როგორია სამომავლო გეგმები?

გვაქვს სიახლეები, ვმუშაობთ რამდენიმე სიმღერაზე. დეკემბერში გვაქვს დაბადების დღე და განსაკუთრებულად ვემზადებით. მთელი გულით და სულით მოვეფერებით ჩვენს უსაყვარლეს მსმენელს. რეგიონებშიც იგეგმება კონცერტები. 

თეატრალურის კვარტეტი – ჩირაღდნები

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები