LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის… ძალიან მალე კიდევ ერთ ახალ ნამუშევარს დავაპრემიერებ, ისევ მაიკო კაჭკაჭიშვილის მუსიკაზე“ – ვასიკო მელექსიშვილი

410
IMG_20240909_105600_405

რადიო „არ დაიდარდოს“ ვასიკო მელექსიშვილი სტუმრობდა. ეთერში სიმღერის „ახლაც თოვს და გამახსენდი” პრემიერა შედგა. მომღერალმა ჩატარებულ კონცერტებზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი დააანონსა.

ვასიკო, ვისაუბროთ შენს ახალ ნამუშევარზე „ახლაც თოვს და გამახსენდი“, ვის ეკუთვნის სიმღერა?

სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, ტექსტი ნანა ბადუაშვილს. ნანა უნიჭიერესი, ძალიან მაგარი პოეტია. რადგან ჯერჯერობით ისრაელში ვარ და საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, დისტანციურად გვიწევს თანამშრომლობა. არანჟირების ავტორი ამირან დიასამიძე, უნიჭიერესი მუსიკოსი გახლავთ. ძალიან მალე კიდევ ერთ ახალ ნამუშევარს დავაპრემიერებ, ისევ მაიკო კაჭკაჭიშვილის მუსიკაზე.

როგორ ჩაიარა ზაფხულში დაგეგმილმა კონცერტებმა?

გვქონდა რამდენიმე კონცერტი. სხვათა შორის, აქ ხშირად ჩამოდიან საქართველოდან სტუმრები, მომღერლები. ყველა კონცერტი ძალიან კარგად და ორგანიზებულად ჩატარდა.

გადაცემის ჩანაწერი:

ვასიკო მელექსიშვილი – ახლაც თოვს და გამახსენდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები