LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა ქალაქ ბათუმზეა“ – ნინიკო კახაძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

332
Untitled design (36)

რადიო „არ დაიდარდოს“ მომღერალი ნინიკო კახაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ბათუმო“ პრემიერა შედგა.

ნინიკო, შემოქმედებითად რამდენად დატვირთული იყო ზაფხული, როგორ შეაფასებდი განვლილ სეზონს?

რა თქმა უნდა, ვმუშაობდი ჩემს სიმღერებსა და შემოქმედებაზე.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ბათუმო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, ვის ეკუთვნის მუსიკა და ტექსტი?

პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენს რადიოს, რომ ხელს უწყობს ნიჭიერ, ხელოვან ადამიანებს, რომ გვაძლევს შესაძლებლობას დავაპრემიერთო ჩვენი სიმღერები, მსმენელის ყურამდე მივიტანოთ და შევაყვაროთ.

ახალი სიმღერა ქალაქ ბათუმზეა. სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილის გახლავთ, ტექსტი – ნანა ცინცაძის. ჩაიწერა დათო ფორჩხიძის სტუდიაში.

როგორია სამომავლო გეგმები, რა სიახლეები ელის მსმენელს?

რა თქმა უნდა, ვმუშაობ ახალ სიმღერებზე. ვმუშაობ როგორც საავტორო მუსიკაზე, ასევე „ქავერ“ ვერსიებზე.  

გადაცემის ჩანაწერი

ნინიკო კახაძე – ბათუმო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები