LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა რეგის სტილშია… ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა…“ – ხატია ჭითანავა

213
ხატია ჭითანავა

10 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ხატია ჭითანავას სიმღერის „ბათუმის წვიმა“ პრემიერა შედგა.

ხატია, რა იყო შენი ახალი ნამუშევრის ინსპირაცია, რატომ გადაწყვიტე, რომ ბათუმისთვის მიგეძღვნა სიმღერა?

უკვე ორი წელია, ზაფხულის სეზონს ბათუმში ვატარებ.

ეს სიმღერა გია ჯოჯუას დაწერილია. პირველად, ალბათ 8 წლის წინ, თვითონ ავტორისგან მოვისმინე. სამწუხაროდ, ის ახლა ცოცხალი აღარ არის.

სიმღერაში მოვლენები ზღვისპირა ქალაქში, წვიმიან ამინდში ვითარდება, წყვილს შორის. შესაბამისად, დავუკავშირეთ ბათუმს. მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა დავაკორექტირეთ. სიმღერას „ბათუმის წვიმა“ დაერქვა. არანჟირება სოსო სუხიაშვილს ეკუთვნის. სიმღერა რეგის სტილშია. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა.

კლიპის გადაღებას თუ გეგმავ?

გაგიკვირდებათ და წვიმას ველოდებით, რომ წვიმიან ბათუმში გვქონდეს კადრები. მზიან ამინდში უკვე გადავიღეთ გარკვეული კადრები.

ხატია ჭითანავა – ბათუმის წვიმა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები