თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს 20:00 საათზე ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართება. 2–საათიანი პროგრამის განმავლობაში ანსამბლი “ქუთათურები” სიმღერისა და ცეკვის 23 ნიმუშს წარმოადგენენ. კონცერტი “ხელოვნების საღამოების” ფარგლებში გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი და ქუთაისის ფოლკლორის ცენტრია. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სასიმღერო რეპერტუარის უმეტესობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივიდანაა აღებული და დამუშავებული. ანსამბლმა ქართული ხალხური ცეკვები და მივიწყებულ გამქრალი ილეთები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარებული ცეკვის მასტერკლასების დროს შეისწავლეს და თავიანთ რეპერტუარში დაამკვიდრეს ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი სამი წელია შეიქმნა. ანსამბლის ბირთვი, ძირითადად, ახალგაზრდულია. ანსამბლის მთავარი პრიორიტეტი ავთენტურობა, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ტრადიციული შემსრულებლობის დაცვა – შენარჩუნება, შესრულების საკუთარი მანერის ჩამოყალიბება და ძველი, მივიწყებული სიმღერების აღდგენა- გაცოცხლებაა