ფინეთმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე ახალი ნიშა დაიკავოს. ორგანიზაცია „Visit Finlad“-მა გადაწყვიტა, რომ ტურისტები ახალი ტრენდით მოიზიდოს, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ბუნებას, სიმშვიდესა და სიჩუმეს მიექცევა.
სააგენტო „UPI“-ს ცნობით ფინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წყნარი ქვეყანაა, ეს კი ძალიან ბევრი მოგზაურისთვისაა მომხიბვლელი. მართალია, ამა თუ იმ ადგილის რეკლამირებისას სიმშვიდეზე განსაკუთრებული აქცენტი არ კეთდება ხოლმე, თუმცა ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ სიახლე ვიზიტორთა რაოდენობას ბევრად გაზრდის.