შესახებ
ანრი ჯოხაძე – დაიბადა 1980 წლის 6 ნოემბერს.
ანრი ჯოხაძემ 1998 წელს, პირველად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში, რომელიც უკრაინაში ჩატარდა.
დაამთავრა ხელოვნების აკადემიის ვოკალური ფაკულტეტი.
მღერის 4 წლიდან, 11 წლის ასაკში იგი ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის საბავშვო დასის მსახიობი გახდა.
1999 წელს მომღერალმა „სლავიანსკი ბაზარსა“ და „ზალატოი შლიაგერში“ («Золотой Шлягер») მიიღო მონაწილეობა.
2000 წელს ანრიმ გრან-პრი დაიმსახურა საერთაშორისო კონკურსზე „რადუგა კავკაზა-2000“ («Радуга Кавказа-2000»). გრან-პრი მიიღო ასევევ ჩატარებულ კონკურსებში „ვარნა 2003″ (ბულგარეთი) და „ასტანა 2004“ (ყაზახეთი).
2004 წელს ჯოხაძემ ჩინეთსა და რუმინეთში ჩატარებულ კონკურსებში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ მე-2 ადგილზე გავიდა.
წარმატებებს მიაღწია ფესტივალებში „მორე დრუზეი იალტა –კიევი ტრანზიტი“ («Море друзей Ялта – Киев Транзит» 2005), „ეილატი“ (אילת, 2007), „პესნი მორია“ («Песни моря», 2008).
2012 წელს წარადგინა საქართველო ევროვიზიაზე სიმღერით – „მე ვარ ჯოკერი“
2015 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოებაზე მოიპოვა მთავარი ჯილდო „წლის სიმღერა”, ასევე გახდა ტელეკომპანია „მუზიკ ბოქსის“ რჩეული სიმღერისთვის „განა ყველა ქალი ქალია“.
2015 წელს გახლდათ მეგა შოუ „ვოისის“ მწვრთნელი .
2018 წელს მეგა შოუ „იქს ფაქტორის“ მწვრთნელი.
მისი სოლო კონცერტები გამორჩეული და ყოველთვის გრანდიოზულია. მიღებული აქვს მონაწილეობა უამრავ სატელევიზო შოუში და დღემდე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთ აქტიურ წევრად რჩება.
მართვას კონცერტებს მონაწილეობს ტურნეებში საქართელოში და მის ფარგლებს გარეთ.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები