შესახებ
გია მაჭარაშვილი – დაიბადა 1956 წლის 4 ნოემბერს.
ცნობილი ქართველი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და არანჟირების ოსტატი.
დაამთავრა პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესიით ინჟინერია.
როდესაც მუსიკალურ სკოლაში მიიყვანეს, მონდომებული არ იყო, თუმცა ღიღინებდა და სწორად მღეროდა.
1972 წელს დაამთავრა მეშვიდე მუსიკალური სასწავლებელი.
პირველი მელოდია მეცხრე კლასში დაიწერა სახელწოდებით „სანთელი იწვის“, რომელიც მეგობრებში პოპულარობით სარგებლობა.
სხვადასხვა პოეტების ლექსებში დაიწყო ქექვა, კლასელები და მეგობრები ამარაგებდნენ ლექსებით, რომ მუზა ეპოვა. განსაკუთრებით ახსოვს მარინა გოგორაშვილი, რომელმაც დიდი რვეული მოუტანა, სადაც მარინას ლექსები იყო და მუდმივად ამარაგებდა ახალი ფრაზებით.
1981 წელს საზოგადოებრივ რადიო -ტელევიზიასთან არსებული როკ- ანსამბლი შეიქმნა, სადაც ზურა კობეშავიძესთან, მერაბ სეფაშვილთან, თემურ ნიკოლაიშვილთან და მიშა ფოფხაძესთან ერთად აღმოჩნდა. თავად კლავიშზე უკრავდა და მუსიკას წერდა, ასევე ძველი სიმღერების განახლებაზე მუშაობდნენ, იმ დროს ცენზურა არსებობდა, თუმცა მათმა მონდომებამ სამხატვრო საბჭოს თავი მოაწონა და როკ-ანსამბლი გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე. როგორც თვითონ ამბობს, ეს იყო ის, რამაც ქართველი მსმენელი გამოაფხიზლა, ეს იყო პროგრამა, რომელსაც ყველა თაობა უსმენდა. ასე გაგრძლედა 1984 წლამდე.
1985 -1990 წლებში მარჯანიშვილის თეატრის ფრთის ქვეშ მოღვაწეობდნენ ანსამბლ „თეატრონის“ სახელით, შემოდგომ შემოემატათ ნოდარ ექვთიმიშვილი, მერაბ გუდაძე და თემურ ყვითელშვილი. საგასტროლო პროგრამით საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა მოიარეს.
1983 წელს მათი ანსამბლი აარჩიეს და მიიწვიეს ფესტივალზე საფრანგეთში, პარიზში ფესტივალზე, სადაც 120 ქვეყნის წარმომადგენელი გამოდიოდა.
ანსმბლის მუსკალურ მხარეს იმ დროს გივი გაჩეჩილაძე ედგა სათავეში.
1993 წლიდან, როცა ქვეყანას მძიმე დრო ედგა სიმღერას თავი დაანაბა და არანჟირების კეთებას შეუდგა, მუსიკის წერისთვის თავი არასდროს დუანებებია და ასობით ჰიტი აჩუქა ქართულ ესტრადას.
2000-იანებში თათია გიორგობიანი დაუკავშირდი, რომელმაც ახალი მელოდიის შექმნა თხოვა, ლექსი მაკა დათუკიშვილის ეკუთვნის, თუმცა მუსიკამ დუეტი თავადვე მოითხოვა და ასე ასე ჩაიწერა „თბილისო“ და ვიდეორგოლიც გადაიღეს.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები