შესახებ
ჯგუფი ბანი – დაარსდა 2011 წლის 2 იანვარს.
სოლისტი მათე ფირცხალავა მათ მოგვიანებით შეუერთდა. თავდაპირველად ექვსი თვე უკრავდნენ და მღეროდნენ მიწისქვეშა გადასასვლელში. ქუჩის მუსიკოსობიდან მალევე გადაინაცვლეს რესტორნის სცენაზე. ამ ამბავს მალევე მოჰყვა მათი პირველი სიმღერის, „რაჭულის” ჩაწერა. რის შედეგადაც „ჯგუფ ბანს” უკვე მთელი საქართველო იცნობს.
ჯგუფის წევრები ერთმანეთს სხვადასხვა დროს შეხვდნენ და შემდეგ ერთად დაიწყეს მოღვაწეობა. ხალხი ხშირად უღებდათ ვიდეოებს ქუჩაში მომღერალ ბიჭებს, რაც იმ დროს იტალიაში მყოფმა (დღევანდელმა თბილისის მერმა) კახა კალაძემ ნახა ინტერნეტში და გადაწყვიტა მათთვის სიმღერა ჩაეწერა. სწორედ ჭაბუკა ამირანაშვილთან გაკეთებულმა სიმღერამ გაჟღერებისთანავე მათ ნოტებზე აამღერა ყველა და პოპულარობამაც არ დააყოვნა.
2016 წელს მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფესტივალზე ჩინეთში, სადაც 16 ქვეყანა მონაწილეობდა და მეორე ადგილი დაიკავეს.
ასევე მონაწილეობა მიიღეს სეულში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე.
2018 წელს იმოგზაურეს შვეიცარიაში და გამართეს კონცერტები.
2016 წელს გამოვიდა მათი ალბომი „ესაა მთელის სამყარო“.
მუშაობენ მეორე ალბომზე.
ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნებში ქართულ სათვისტომოებს და მცირე ხნით მაინც უქარწყლებენ ნოსტალგიას ქართული სიმღერით.
ბენდის წევრები:
მათე ფირცხალავა (სოლისტი, პირველი ხმა)
რაულ ბიწაძე (სოლისტი, მეორე ხმა)
გელა გოგიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები, მეორე ხმა)
გოგა ნიკოლაძე ( ბასი, მეორე ხმა)
ბესო კვიციანი (კლავიში, ბანი)
ბესო მეტრეველი (გარმონი)
გია ფეიქრიშვილი (გიტარა)
ბექა მიქაძე (დრამი, ბანი)
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები