შესახებ
ლევან გულბათაშვილი (გულბათი) – დაიბადა 1986წლის 16 აპრილს ქ.თბილისში.
მომღერალი და რადიოწამყვანი, ხუთი წელია ფოლკ ბენდში „იბერია” მღერის, პირველი ხმა.
დაამთავრა შ.მილორავას სახელობის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი – ესტრადის მსახიობი.
დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
17 წლიდან დაიწყო რადიოში მოღვაწეობა, ასევე მუშაობდა ტელეწამყვანად ერთ-ერთ გასართობ მუსიკალურ არხზე. დღეისათვის რადიო „არ დაიდარდოს” მუსიკალური წამყვანის პოზიციას იკავებს.
მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებში, სადაც დააჯილდოვეს დიპლომებითა და სერთიფიკატით.
სინგლები: „ვარსკვლავები“, „სიყვარულის ბალადა“ და ასევე ჯგუფ „იბერია”-სთან ერთად სიმღერები „რანუნი”, „სამშობლოს შეძახილი“, „ჰოი და ქალო“, „აფხაზეთო” და „ვაჟა-ფშაველა”.
სიმღერები, რომლებმაც წარმატება მოუტანა – „ვარსკვლავები” და „რანუნი”.
მას, როგორც სოლო მომღერალს, მიუღია სხვადასხვა გალა კონცერტზე მონაწილეობა და ასევე ჯგუფთან ერთად არაერთი კონცერტი აქვს გამართული, ძირითადად საქართველოში. ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩატარებული აქვს რამდენიმე ქართული ფოლკლორული შემოქმედებითი საღამო.
ლევანს ჯერ-ჯერობით თავის საავტორო არც ერთი პროექტი არ განუხორციელებია, თუმცა დამკვეთთა არაერთ პროექტში აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ინდივიდუალური შემსრულებლის კუთხით, ასევე ჯგუფთან ერთად.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები