შესახებ
მარიამ ელიეშვილი – დაიბადა 1997 წლის 15 აგვისტოს, ქ.თბილისში.
დაამთავრა ა.მიზანდარის სახელობის N1 მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით. ფლობს რამდენიმე კლასიკურ და ხალხურ ინსტრუმენტს. 2012 წელს ქ.თბილისის მერიისგან დაჯილდოებულია დიპლომით „საუკეთესო სოლო შემსრულებელი“, თბილისის მუსიკალური სასწავლებლების მოსწავლეებს შორის.
2016 წლის დეკემბერში გამოვიდა მარიამის პირველი ალბომი „ველოდები მზეს“, რომელშიც შესულია 10 სოლო სიმღერა. ალბომის გარდა მის რეპერტუარში არის მანამდე გამოსული სიმღერები: 3 სოლო და 3 დუეტი.
განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სიმღერამ – „ჩვენ ახლა ერთურთს“ .
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები