შესახებ
მედეა ძიძიგური – (დაიბადა 24 თებერვალის 1942 წელს — გარდაიცვალა 1999 წელს) — ქართველი მომღერალი.
მედეა ძიძიგურმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. სტუდენტობისას ის მღეროდა ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში.
1963 წლიდან ძიძიგური იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. 1979–1985 წლებში — საქართველოს ტელერადიოკომიტეტის მუსიკალური რედაქტორი, ხოლო 1994 წლიდან — სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად.
მედეა ძიძიგურს ჰქონდა მეტად კოლორიტული ხმა და შესრულების ორიგინალური მანერა. განსაკუთრებით კარგად ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს, ასევე ქართულ, რუსულ და ბოშურ რომანსებს. დღემდე ახსოვს მსმენელს და შეუდარებელია მისი შესრულებული „მიმღერე რამე“, რომელიც ქლაბატონი მედეას სავიზიტო ბარათად იქცა, ასევე მედეასა და ჯემალ სეფიაშვილის უკვდავი დუეტი – „ჭაღარა“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მომღერალზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი მღერის მედეა ძიძგური
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები