წურწუმია ლელა – დაიბადა 1969 წლის 12 თებრვალს ქალაქ თბილისში. მომღერალი/მსახიობი
1986-88 წლებში სწავლობდა თბილისის საცირკო საესტრადო სასწვალებელში, ორი წლის შემდეგ კი ჩააბარა თბილისის მუსკომედიის ფაკულტეტზე და ორი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო სამსახიობო მიმართულებით.
1994-1996 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ვოკალის განხრით. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი მარიამი. მისი მეუღლე მისივე პროდიუსერი კახა მამულაშვილი, რომელსაც მუსიკალურ წრეებში „მამულიჩას“ ფსევდონიმით იცნობენ და დიდი როლი შეასრულა ლელას წარმატებული კარიერის შექმნაში. ერთმანეთი გაიცნეს რესტორან „ევროპაში“, სადაც მომღერალი ბენდთან ერთად მღეროდა 1996-1999 წლებში. მანამდე ლელა 1988 წელს გახდა ფილარმონიის სოლისტი და დაიწყო სიმღერა ანსამბლ „თაიგულში“.
კონკურსები :
1986 – კონკურსი „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“ ლაურეატი
1989 – „პრესტიჟ შოუ“ – ლაურეატი
1994 – კონკურსი „იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი“ მონაწილე
1995 – ფესტივალი „ხელები“
1996 – ფესტივალი „მარგარიტა“
2000 – „ეკო“ – გამარჯვებული 2 ნომინაციაში
2001 -„მეგა“ – გამარჯვებული 4 ნომინაციაში
2001 – „სტუდენტური ფესტივალი“ გამარჯვებული 1 ნომინაციაში
2002 -„მეგა“ გამარჯვებული 3 ნომინაციაში
2002 – “სტუდენტური ფესტივალი ” – გამარჯვებული 1 ნომინაციაში
2002 -„შავი ზღვის უნივერსიტეტი“ – ვარსკვლავი
2003 -„მეგა“ – გამარჯვებული 2 ნომინაციაში
2003 – ხობის მეგრული სიმღერის ფესტივალი, მონაწილე
2007 – ლელა წურწუმია და ბენდი ლაზური ალბომით „იამო ჰელესსა“, არხავის საერთაშორისო კულტურისა და ხელოვნების ფესტივალი, თურქეთი
2014 – „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” წლის სიმღერის დაჯილდოვება „ოქროს ტალღა“ – გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის საუკეთესო მომღერალი ქალი”.
2016 – „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” წლის სიმღერის დაჯილდოვება „ოქროს ტალღა“ – რადიო „ფორტუნას“ რჩეული სიმღერით „თურმე სიყვარულს არა აქვს დრო“.
2018 – „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” წლის სიმღერის დაჯილდოვება „ოქროს ტალღა” – ნომინაცია „წლის რიმეიქი” დუეტით გიორგი მახარაშვილთან ერთად „რა კარგი ხარ სიყვარულო“.