შესახებ
ნუკრი კაპანაძე – დაიბადა 1964 წელს 19 სექტემებერს.
სიმღერა დაიწყო ანსამბლში „თაიგული”.
ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიურ ფაკულტეტზე… იყო „გეპეის თეატრი“, სადაც შეიქმნა არაჩვეულებრივი ტრიო – ნუკრი კაპანაძის, მაია ჩაჩიბაიას და მარიამ ბედოშვილის შემადგენლობით… და დაიწყო სტუდენტურ–შემოქმდებითი ცხოვრება… კომპოზიტორები უკვე თავად წერდნენ სიმღერებს ტრიოსთვის…. მოგვიანებით გოგონები გასცდნენ გეპეის სცენის საზღვრებს და შეუერთდნენ ესტარადას.
ტრიოში სიმღერას დუეტები მოჰყვა….. დუეტები არაჩვეულებრივ შემსრულებლებთან… და დუეტი ლეგენდარულ გოგი დოლიძესთან.
30 წლის ასაკში გადაწვიტა სოლო კარიერა დაეწყო – ეს ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა და ჰიტებად იქცა მისი შესრულებული სიმღერები, რომლებიც შემდეგ ალბომებში გადანაწილდა… „ნუშების თოვლი“, „არეული“, „ნუკრი ლექსითა და საკრავით“, „თეთრი ვარდები“, „წყარო“, „საღიღნო“. დუეტები სხვადასხვა ცნობილ ანსამბლებთან და შემსრულებლებთან.
2000 წელს მიღებული აქვს – საქართველოს სახელმწიფო პრემია.
2003 წელს გადაიღეს ფილმში -„ჯერ შეიცადეთ“( ოტელო ქუთაისში ) .
2018 წელს მეგა შოუში „მხოლოდ ქართული“ მუსიკალურ ხელმძღვანელად მოგვევლინა.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები