ანსამბლ
„შვიდკაცას“ დღევანდელი შემადგენლობა 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ხელოვნებაში. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს ქართულ ხალხურ სიმღერებს, ქართულ საგალობლებს და ქალაქური ჟანრის სიმღერებს.
ანსამბლს ჩაწერილი აქვს ქალაქური სიმღერების 4 CD, ხალხური სიმღერების – 2 CD, საგალობლების – 1 CD, ხალხური სიმღერების – 1 DVD და ქალაქური სიმღერების – 2 DVD. ანსამბლის წევრები ფლობენ ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებს და გიტარას.
19 წლიანი გამოცდილების შემდეგ,ანსამბლის წევრებმა სამების საკათედრო ტაძრის ბაზაზე დაარსეს მუსიკალური სტუდია, სადაც ანსამბლი აზიარებს ქართულ სიმღერას 200 ბიჭუნას.
ანსამბლ „შვიდკაცას“ საკონცერტო მოღვაწეობა
ანსამბლი შეიქმნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე და შესაბამისად, ანსამბლის წევრთა უმეტესობა ექიმია.
- 2001 წლიდანანსამბლის წევრები გალობენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში;
- 2004 წლიდან დღემდე ანსამბლი გალობს წმინდა სამებისსაკათედრო ლავრაში და მონაწილეობას იღებს უწმინდესის ილია მეორეს მიერ აღვლენილ ყველა წირვა-ლოცვაში.
- ანსამბლ „შვიდკაცას“ ჩატარებული აქვს მრავალი სოლო კონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ:
- 1999/2002/2004/2007/2010-2013 წლებში ანსამბლმა გამართა სოლო კონცერტები ქ. თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში;
- 2006 წელს სოლო კონცერტი შედგა ქ. თბილისის რუსთაველის თეატრში;
- 2009 წელს ქ. თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ხალხური სიმღერების სოლო კონცერტი. ასევე ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ თითქმის ყველა ღონისძიებასა და კონცერტზე;
- 1997-1998 წლებში ანსამბლმა ჩაატარა კონცერტები და მონაწილეობა მიიღო იტალიასა და ბელგიაში გამართულ ფესტივალებში;
- 2003 წელს ანსამბლმა გამართა კონცერტი ისრაელში. ასევე 2003 წელს „შვიდკაცამ“ იმოგზაურა თურქეთში საქართველოს პატრიარქთან ერთად და მონაწილეობა მიიღო თურქეთში გამართულ კონცერტებში;
- 2003 წელს ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა რუსეთში, ქ. სანკ-პეტერბურგში გამართულ კონცერტში „ქართული დღეები“;
- 2004 წელს ანსამბლმა იგალობა უკრაინაში, კიევის პეჩორის ლავრაში გამართულ გალობის „მართლმადიდებელ ხალხთა ფესტივალზე“;
- 2005 წელს მიიღო მონაწილეობა ინგლისში, ლონდონში ჩატარებულ კონცერტში „ქართული დღეები“;
- 2006 წელს ფესტივალის დირექტორის მიწვევით ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა კიევის პეჩორის ლავრაში გამართულ „გალობის მართლმადიდებელ ხალხთა ფესტივალში“;
- 2006 წელს ქ. მოსკოვში „შვიდკაცამ“ მონაწილეობა მიიღო ღვინის საერთაშორისო გამოფენაში;
- 2007 წელს ანსამბლმა კონცერტები გამართა სლოვაკეთის ქალაქებში ბეშენოვაში და ბანკა-ბისტრიცაში, შემდგომ ქ. ვენაში;
- 2007 წელს ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა ქ. მადრიდში გამართულ კონცერტზე „ქართული დღეები“. ამავე წელს ესპანეთში, ქ. ბარსელონაში გაიმართა სოლო კონცერტი;
- 2008 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, „შვიდკაცა“ მონაწილეობდა ქ. მადრიდში გამართულ მსოფლიო ტურიზმის გამოფენაში და იმავე ქალაქში ჩატარებულ მსოფლიო ხალხთა მსოფლიო 21-ე ხალხურ ფესტივალში;
- 2009 წელს ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა ისრაელში, ქ. თელავივში გამართულ მსოფლიო ტურიზმის გამოფენაში, სადაც გაიმართა სოლო კონცერტი;
- 2009 წელს „შვიდკაცა“ მონაწილეობდა ესპანელების და ქართველების მიერ ჩატარებულ ერთობლივ ხალხურ კონცერტზე ქ. ბილბაოში;
- 2010 წელს ანსამბლმა გამართა კონცერტი საბერძნეთში კუნძულ კვიპროსზე;
- 2011 წელს ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა ავსტრიაში, თურქეთსა და საბერძნეთში „ქართული დღეები“-ს კონცერტში;
- 2012 წელს მონაწილეობდა საბერძნეთში ათონის მთაზე, ივერიის მონასტერში აღვლენილ წირვა-ლოცვაზე;
- 2012 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ლონდონში მსოფლიო ოლიმპიადიაზე;
- 2013 წელს დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მომღერალ ქეთი მელუასთან ერთად ლონდონში ანსამბლმა გამართა კონცერტი დარბაზში „Round House in Camden Town”;
- 2014 წელს „შვიდკაცა“ მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ კინო-ფესტივალში;
- 2014 წელს იერუსალიმში გაიმართა ქართველთა მსვლელობა და კინოს გადაღება „ქართველების დაბრუნება წმინდა მიწაზე“, სადაც ასევე მონაწილეობდა ანსამბლი „შვიდკაცა“;
- 2015 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო გერმანიაში გამოფენაში „The International Green Week in Berlin”;
- 2015 წელს „შვიდკაცა“ მონაწილეობდა ქ. მოსკოვში გამართულ ნინო ქათამაძის სოლო კონცერტში, რომელიც გაიმართა „Дом Музики“-ს დარბაზში;
- 2015 წელს გაიმართა ანსამბლის სოლო კონცერტი ქ. რომის დარბაზში „Auditorium Del Seraphicum Roma“;
- 2015 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ნინო ქათამაძის საკონცერტო ტურნეში ქ. კიევში, ოდესასა და ხარკოვში;
- 2015 წელს ანსამბლმა „შვიდკაცამ“ გამართა სოლო კონცერტი ლატვიაში ქ. რიგაში დიდი გილდიის საკონცერტო დარბაზში;
- 2015 წელს „შვიდკაცა“ მონაწილეობდა ბელგიაში ქ. ბრიუსელში გამართულ „ქართულ დღეებში“;
- 2015 წელს ანსამბლი გაემგზავრა ქ. ლონდონში, სადაც მონაწილეობდა რაგბის მსოფლიო ჩემპიონის მიმართ მიძღვნილ კონცერტებში;
- 2015 წელს ქ. მილანში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო ქართული ქვევრის ღვინისა და იაპონური სამზარეულო “ვაშოკუ”-ს, როგორც UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთობლივი პრეზენტაცია. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა „შვიდკაცამ“;
- 2016 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო გერმანიაში გამოფენაში „The International Green Week in Berlin”;
- 2016 წელს ანსამბლმა „შვიდკაცამ“ გამართა სოლო კონცერტი და ქალაქური სიმღერების ახალი ალბომის პრეზენტაცია ქ. თბილისის საკონცერტო დარბაზში „ივენთჰოლი“;
- 2017 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ქ. მადრიდში მსოფლიო ტურიზმის გამოფენაში. ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ესპანეთის მეფე ფილიპ VI;
- 2017 წელს „შვიდკაცა“ მონაწილეობდა ქ. მოსკოვში გამართულ ნინო ქათამაძის სოლო კონცერტში, რომელიც გაიმართა „Дом Музики“-ს დარბაზში;
- 2013 წელს ანსამბლ „შვიდკაცას“ გადაეცა ფონდ იავნანას ჯილდო „ოქროს რაში“
- ყოველწლიურმა მუსიკალურმა დაჯილდოებამ „ოქროს ტალღა“, რომელსაც „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა” ატარებს, 2014 წელს ანსამბლი „შვიდკაცა“ „წლის ანსამბლად“ დაასახელა.
- 2016 წელს წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა” დავით გომართელთან ეთერად ჩაწერილმა სიმღერამ „პოპური“ „წლის დუეტის” ნომინაციაში გაიმაჯვა.
- 2017 წელს ასევე გაიმარჯვეს ნომინაციაში „საუკეთესო ქალაქური სიმღერა”, წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა” სიმღერისთვის „ერთ რამეს გეტყვი“, რომელიც დუეტი გახლავთ დათო გომართელთან.
ჯგუფის შემადგენლობა:
ნოდარ მეტრეველი – პირველი ტენორი
ბიძინა ზათიაშვილი – პირველი ტენორი
დავით ნოზაძე – მეორე ტენორი
დავით შიშნიაშვილი – მეორე ტენორი
გიორგი ლომთათიძე – ბარიტონი
ლავან თოლორდავა – ბანი
ნიკოლოზ კირვალიძე – ბანი