შესახებ
უცნობი – გიორგი გაჩეჩილაძე
მოღვაწეობა დაიწყო 90-იან წლებში, პირველი სიმღერა აფხაზეთის ომში გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა. ეს დანაკარგი გახდა მისთვის ბიძგი, რომ დაეწყო სიმღერების წერა.
უცნობი იყო ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა შოუს სახით გადმოიტანა თავის კონცერტებსა და კლიპებში.
გარკვეული პერიოდი აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებში, თუმცა 2018 წლის ზაფხულში დაუბრუნდა მუსიკას და ჯერ ზღვისპირეთში, შემდეგ კი კლუბში „ანდერვილი“ გრანდიოზული კონცერტი გამართა.
გადაღებული აქვს უამრავი ვიდეორგოლი, ყველა მისი სიმღერა ჰიტია.
უცნობის მუსიკალური მიმდინარეობა და გამორჩეული შესრულების მანერა, უცხო ტექსტებით იმ დროისთვის ნამდვილი გადატრიალების ტოლფასი გახლდათ.
უცნობის პოპულარობას დრო ვერაფერს აკლებს და დღემდე ყველა მღერის მის ჰიტებს.
ბოლო წლებში გამოშვებული სინგლებიდან განსაკუთრებით პოპულარულია – „არ დაიჯერო“, რომელიც დუეტში შეასრულა ნატო მეტონიძესთან ერთად და ვიდეორგოლიც გადაიღო.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები